მთავარისიახლეებიპოლიტიკა„საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს დღეს კომიტეტებში განიხილავენ

„საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს დღეს კომიტეტებში განიხილავენ

Published on

„საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს, რომელზეც მმართველი გუნდი და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია პრინციპების დონეზე შეთანხმდა, დღეს, წამყვანი კომიტეტი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხლავს. იქამდე პროექტს განიხილავენ სავალდებულო კომიტეტებიც, კერძოდ, საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტი, ასევე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის გაერთიანებული კომიტეტი.

მომავალ კვირას კი პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი გადაგზავნილია ვენეციის კომისიასთან და როგორც მმართველ გუნდში და ოპოზიციაში აცხადებენ, მეორე მოსმენამდე კომისიის შეფასებას დაელოდებიან.

კანონპროექტი გუშინ პირველი მოსმენით განიხილა ადამიანის უფლებების დაცვისა და საპროცედურო საკითხთა და წესების გაერთიანებულმა კომიტეტებმა და მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა, რომელმაც მოგვიანებით აღნიშნა, რომ „ის ნახავს ბოლომდე მისულ საქმეს და ამის შემდეგ დააფიქსირებს პოზიციას”.

კანონპროექტის მიხედვით საარჩევნო კოდექსში არაერთი ცვლილება ხორციელდება. კერძოდ, არჩევნებზე შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ავტომატურად გადაითვლიან უბნების 10%-ს. იცვლება ცესკოს დაკომპლექტების წესიც. ცესკო-ს 8 პროფესიული და 9 პარტიული ნიშნით დანიშნული წევრები ეყოლება. ცესკო-ს თავმჯდომარეს ეყოლება 2 მოადგილე, რომელთაგან ერთი ოპოზიციის მიერ იქნება შერჩეული. იცვლება ასევე საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესიც და ამასთან დაკავშირებით ცესკო გადაწყვეტილებებს ხმათა 2/3- ით მიიღებს. ცვლილება ეხება როგორც ცესკოს, ასევე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობასაც, თითოეულ შემთხვევაში წევრთა რაოდენობა იქნება არაუმეტეს 17 წევრისა.

ამასთან, ცვლილებების პროექტით, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა იკრძალება. გარდა ამისა, იზრდება საჩივრის შეტანის ვადებიც და საჩივრის შეტანა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. ცესკოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და ცესკო-ს მდივანს არ ექნებათ უფლება საჩივარი დატოვონ განუხილველად.

შეგახსენებთ, საარჩევნო რეფორმის გატარებას შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს.

სიახლეები

დაკავებულია სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის მოქმედი უფროსი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელ აგვისტოს ბრალდებულის სახით სოფლის განვითარების სააგენტოს...

მდინარაძის კომენტარმა დაადასტურა, რომ ლაშა ცანავას დაკავება ხაბეიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება-ანა წითლიძე

მამუკა მდინარაძის კომენტარმა ნათლად დაადასტურა, რომ ლაშა ცანავას დაკავება უკავშირდება ლევან ხაბეიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლას....

ბათუმში, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა - ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. გარდაცვალების მიზეზი...

ლევან სანიკიძე: ლაშა ცანავას სუს-ის უფროსის მოადგილე ხაბეიშვილის “ჩაშვებას” სთხოვდა

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ლევან სანიკიძის განცხადებით, სუს-ის მიერ დაკავებულმა ლევან ხაბეიშვილის მეგობარმა ლაშა ცანავამ...