თბილისის #41 საჯარო სკოლაში 2 თვის განმავლობაში მენინგიტის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, პირველ შემთხვევაში ავად მე-4 კლასელი გოგონა იყო, რომელიც გამოკვლევების შემდეგ კლინიკაშიც იწვა და უკვე გამოჯანმრთელდა. მენინგიტით დაავადების მეორე ფაქტი კი მე–9 კლასის მოსწავლის შემთხვევაში გამოვლინდა.როგორც EDU.ARIS.GE-ს სკოლის ადმინისტრაციამ განუცხადა, სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები დღეს უნდა ჩატარდეს.“სკოლას აქვს რესურსი, რომ ასეთი შემთხვევების დროს საჭირო პროცედურები თავად განახორციელოს. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული სადეზინფექციო სამსახურთან და ისინი სხვადასხვა პერიოდულობით, გეგმიურად ატარებენ დეზინფექციას. ამ შემთხვევაში, დღეს ჩატარდება არაგეგმიურად, გაკვეთილების დასრულების შემდეგ. დღეს განხორციელდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაო და ხვალ სველი წესით დამუშავდება. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, გაკვეთილების შეფერხება არ იქნება”, – განუცხადა EDU.ARIS.GE–ს სკოლის დირექტორმა რევაზ ჯავახიშვილმა.მისივე თქმით, ყველა საჭირო სამუშაო, რაც შეიძლება ჩატარდეს ასეთ დროს განხორციელებული იქნება და მშობლების მიერ მოსწავლის სკოლაში არ წაყვანის აუცილებლობა არ დგას. არებიც ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწერება.“ბუნებრივია, მშობლის გადასაწყვეტია შვილს სკოლაში გაუშვებს თუ არა, ჩვენ ვერ ვაიძულებთ. სკოლა არ არის ერთადერთი სივრცე, სადაც შეიძლება მოსწავლე დაავადდეს. მე პირადად, შვილები დამყავს ამ სკოლაში და შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეებს იმ სამუშაოების გატარების შემდეგ რაც დაგეგმილია და ახლაც, შეუძლიათ დაესწრონ გაკვეთილებს. გაკვეთილები სკოლაში ამ მომენტშიც მიმდინარეობს”, – აღნიშნა დირექტორმა.
თბილისის ერთ–ერთ სკოლაში მენინგიტის 2 შემთხვევა დაფიქსირდა
სიახლეები
საზოგადოება
ლევანის ტყვეობა უფრო მეტს ამბობს თავისუფლებაზე, ვიდრე ლევანის თავისუფლებაზე ყოფნა- არქიმანდრიტმა ხაბეიშვილი მოინახულა
არქიმანრიტმა დოროთე ყურაშვილმა პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოინახულა. არქიმანდრიტის თქმით, მან პოლიტიკოსის აზიარა და...
საზოგადოება
გიორგი კანდელაკი და მასთან ერთად დაკავებულები პატიმრობაში გაუშვეს
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ...
საზოგადოება
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ მე-19 სასანქციო პაკეტი დაამტკიცა
პარასკევს ევროპულმა კომისიამ დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი, მე-19 სანქციების პაკეტი.
ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ...
სიახლეები
გარემოს სააგენტოს ცნობით,22 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში იქნება ელჭექი, სეტყვა, შტორმი
⛈️ 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...