მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს რეიტინგი Freedom House-ის ანგარიშში ისევ გაუარესდა

საქართველოს რეიტინგი Freedom House-ის ანგარიშში ისევ გაუარესდა

Published on

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს  საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი 2021 წელს შემცირებულია. აღნიშნულ კომპონენტში საქართველოს 100-დან მხოლოდ, 36.31% აქვს, მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით 1,2%-ითაა შემცირებული.

რაც შეეხება 7-ქულიან სკალას, ქართული დემოკრატია 3,18 ქულითაა შეფასებული. საქართველო მოხსენიებულია გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნად.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს. Freedom House-ის შეფასებით საარჩევნო პროცესის ქულა 3.25-დან 3.0-მდე შემცირდა.

შემცირდა მედიის დამოუკიდებლობის რეიტინგიც, რომელიც ერთი წლის წინ 3.75 ქულით იყო შეფასებული, ახლა კი 3.50 ქულით ფასდება.

ანგარიშის მიხედვით, ქულები შემდეგნარად გადანაწილდა:

ეროვნულ დემოკრატიული მმართველობა – 2.50 ქულა 7.00 ქულიდან;

საარჩევნო პროცესები – 3.0 ქულა 7.00 ქულიდან;

სამოქალაქო საზოგადოება –  4.25 ქულა 7.00 ქულიდან;

მედიის დამოუკიდებლობა –  3.50 ქულა 7.00 ქულიდან;

ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა – 2.75 ქულა 7.00 ქულიდან;

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა – 2.75 ქულა 7.00 ქულიდან;

კორუფცია – 3.50 ქულა 7.00 ქულიდან.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...