პეკინის გამზრიზე, იმ საერთო საცხოვრებლიდან გადმოვარდნილი ქალი, რომელშიც დღეს დილით ხანძარი გაჩნდა, გარდაიცვალა. ფაქტს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, ქალს, რომელიც შენობიდან გამოღწევას მე-5 სართულის ფანჯრიდან გაზის მილის მეშვეობით ცდილობდა, ფეხი დაუცურდა და ძირს ჩამოვარდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ პეკინზე საერო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ცეცხლი მე-5 სართულზე გაჩნდა და მე-7 სართულის ჩათვლით გავრცელდა.