მთავარისიახლეებისაზოგადოებავახტანგ გომელაური: ,,სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და დაგვჭირდა დამატებითი ძალების...

ვახტანგ გომელაური: ,,სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და დაგვჭირდა დამატებითი ძალების შემოყვანა, არიან დაკავებულები “

Published on

დმანისში შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ჩავიდა. ,, ყველა დაისჯება ვინც დაარღვია კანონი, სრული სიმკაცრით” – აცხადებს მინისტრი.

“დაპირისპირებაში გადაყვანის თემა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ეთნიკურად აზებაიჯანელები თუ ქართველები ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან, ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ძმები არიან ყველა. ამას არ დავუშვებთ, დაისჯება უმკაცრესად, ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა”, – ამბობს მინისტრი.

შინაგან საქმეთა მინისტრი აღიარებს რომ გუშინ დმანისში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ადგილზე სამართალდამცავების რაოდენობა საკმარისი არ იყო და სიტუაცია დროულად ვერ განმუხტეს.

“ცუდი სიტუაცია იყო გეთანხმებით, რა თქმა უნდა, სწრაფად შეიქმნა ქაოსური სიტუაცია. გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია, მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი, რაც იყო, 150-200 კაცამდე იყო, რეალურად თუ არის 20 კაცი სხვა მშვიდობიან დროს ბოლნისში გაათმაგებული იყო, სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა, განიმუხტა ამის შემდეგ”, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაურმა აღნიშნა, რომ ადგილზე დეპუტატებიც იმყოფებიან, ისაუბრებენ და შესაძლოა ორივე მხარესთან შეხვედრა გამართონ.

დღეს, 17 მაისს დილიდან განახლდა დაპირისპირებაა დმანისში ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და ე.წ. ეკომიგრანტთა თემს შორის  ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივი ეთნიკური აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა აქციის გამართვა დააპირეს. ისინი გუშინდელი ინციდენტის გამოძიებას და მასში მონაწილეების დასჯას ითხოვდნენ.

სიახლეები

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის...

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...