მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი, რა გეიაღლუმებათ? თუ შენ და შენი მინისტრები ამას დაუშვებთ, თქვენ მართლა...

ირაკლი, რა გეიაღლუმებათ? თუ შენ და შენი მინისტრები ამას დაუშვებთ, თქვენ მართლა …არ ვიტყვი რა. – ლევან ვასაძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

Published on

საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე პრმიერს და მინისტრთა კაბინეტს მიმართავს და აცხადებს, რომ გარყვნილების საჯარო პროპაგანდა უნდა აიკრძალოს

“იმ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ, აღარ მოგვიწევს ყოველ წელს ნერვიულობა ასეთ სისულელეებზე. მე ამისთვის გადავდგი მათ შორის ეს ნაბიჯი, რომ ტრადიციული, ღირსეული საქართველო აღვადგინო.

მინდა კორექტულობის დაცვით მივმართო ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს – ირაკლი, რა გეიაღლუმებათ? თუ შენ და შენი მინისტრები ამას დაუშვებთ, თქვენ მართლა …არ ვიტყვი რა. თქვენ თუ ამას დაუშვებთ, თქვენს მინისტრებთან ერთად, თუ ამას აკადრებთ ამ გაწვალებულ, დამცირებულ, ღირსებაშელახულ ერს, მაშინ ისე გააკეთეთ, როგორც ამას აკეთებენ იმ ევროპის სუსტი ხელისუფლებები, ვინც დაუშვეს თავიანთ ქალაქებში. დაიჭირეთ ფერადი დროშები და გამოდით ამ გარყვნილ ადამიანებთან ერთად. დაგვანახეთ თქვენი სახე.

ეს არის უმდაბიოესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა. ამიტომ, მიგაჩნიათ ძმაო, რომ ჩემი ატეხილია ეს ამბავი? არ გჯერათ, რომ ეს ჩვენი ერის პოზიციაა? აგერ მე და აგერ თქვენ, ნახავთ, რაც დაგემართებათ, თუ გაბედავთ ამის ჩატარებას, მაბრალეთ რაც გინდათ”, – განაცხადა ვასაძემ.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...