მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: ამ პარლამენტის ლეგიტიმურობაზე კონსენსუსი არ არის იმ ოპოზიციურ ძალებს შორისაც...

გიგა ბოკერია: ამ პარლამენტის ლეგიტიმურობაზე კონსენსუსი არ არის იმ ოპოზიციურ ძალებს შორისაც კი, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს

Published on

ამ პარლამენტის არალეგიტიმურობაზე არის კონსენსუსი, იმ ოპოზიციურ ძალებს შორისაც კი, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს, თუ არ შეიცვალეს ეს პოზიცია.

ამ პარლამენტში შესვლის ერთადერთი ლოგიკა არის – ვისაც ჰგონია, რომ ის შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა, არის იმდენად ფასეული, რომ უნდა შეხვიდე და ამ შეთანხმებაში მიიღო მონაწილეობა, ამ ლოგიკას არ ვეთანხმები, მაგრამ გაგება შემიძლია. მაგრამ თუ არ თვლი, რომ ეს შეთანხმება ღირდა ამად, მაშინ გაუგებარია, ეს ჩვეულებრივი ლეგიტიმური პარლამენტი გამოდის. ჩემი აზრით, ეს შეცდომა იქნება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ნაციონალურმა მოძრაობამ, ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებას მივიღებთ და ამის შემდეგ სწრაფად მუშაობა უნდა დავიწყოთ როგორი სტრატეგია გვაქვს თვითმმართველობის არჩევნებზე –  თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ მთავარი არხის ეთერში

ერთადერთი, რაც არ მომეწონა, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის, ევროპული საქართველოს წარმომადგენელს, არ მომეწონა ლოგიკა, რომ, რახან ვიღაცამ ჩვენი პოზიციის საპირისპიროდ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს ნიშნავს, რომ მათთან ურთიერთობების დასალაგებლად პარლამენტში უნდა შევიდეთო. ეს ძალიან მცდარი რამეა.

თუ მაინცდამაინც დღევანდელი ვითარების აღწერა გვინდა, დღეს ამ პარლამენტში, ამ მანიპულირებადი ციფრებითაც კი, რაც დადო ივანიშვილის რეჟიმმა, ოპოზიციური ამომრჩევლის პოლიტიკური ინტერესების გამომხტაველთა უდიდესი პროცენტის წარმომადგენელი ძალები არ არიან პარლამენტში. რომ დაითვალოთ, ოპოზიციური ამომრჩევლის 70%, ვის ნებასაც გამოხატავს, პირველ რიგში, ნაციონალური მოძრაობის ხარჯზე, იმიტომ რომ ყველაზე მსხვილია, მაგრამ სხვებისაც, ევროპული საქართველოსი, ლეიბორისტული პარტიის. ანუ უმრავლესობა ამ პარლამენტში წარმოდგენილი არ არის. ამიტომ, ოპოზიციური ამომრჩევლების ნების გამომხატველ ძალებად მონათვლა მათი, ვინც პარლამენტში შევიდა, მათემატიკურად არასწორია. ოღონდ ეგეც არ არის მთავარი. მთავარი არის, რომ ახლა პოლიტიკური უნდობლობა და დეპრესია, რომელიც, ჩემი აზრით, გაღრმავდა პოლიტიკური პროცესის მიმართ შეთანხმების შედეგად, იქნას დაძლეული

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...