მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაიწყო

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაიწყო

Published on

საქალაქო სასამართლოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაიწყო. თავად მელია პროცესს არ დაესწრება, ვინაიდან წინა სხდომაზე ის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პროცესიდან გააძევა.

დაცვის მხარის თქმით, პროცესი იმიტირებულია, რადგან მელიას მიმართ სამართლებრივი დევნა პოლიტიკურ პროცესებში მისი განეიტრალების მცდელობაა.

“მე ამ პროცესს ვუწოდებ, ე.წ. იმიტირებულ სასამართლო პროცესს, სადაც რეალურად, კანონის და სამართლის მოთხოვნიდან გამომდინარე არაფერი ხდება. ჩვენ, იურისტებს, რა თქმა უნდა, ვალდებულება გვაქვს, დავიცვათ კანონის მოთხოვნები, გავაგრძელოთ მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ნიკა მელიას უდანაშაულობა დავამტკიცოთ.

თუმცაღა, ეს ისედაც ცხადია, რომ ბრალდების შინაარსიც, თვოთონ ეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია და მოგონილია ერთადერთი მიზნით, რომ პოლიტიკურ პროცესში ნიკა მელიას განეიტრალება მომხდარიყო”,- თქვა კონდახაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული და მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ევროკავშირის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ შეეცვალა. ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...