მთავარისიახლეებიპოლიტიკახაზგასასმელია ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ღვაწლი, მონდომება და ძალისხმევა ამ პროცესში -...

ხაზგასასმელია ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ღვაწლი, მონდომება და ძალისხმევა ამ პროცესში – ნიკა მელია

Published on

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას განცხადებით, ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ღვაწლი, მონდომება და ძალისხმევა მისი ციხიდან გათავისუფლების პროცესში ხაზგასასმელია.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, ვინც გულით გულშემატკივრობდა ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების ფარგლებში სტაბილურობას. მადლობას გადავუხდი და რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ღვაწლი, მონდომება და ძალისხმევა ამ პროცესში. მადლობას ვუხდი მე მას როგორც დიპლომატს, როგორც ადამიანს. ამას აქვს თავისი მიზეზები რატომაც ამას ასე ხაზს ვუსვამ და მის პროფესიონალიზმსაც. ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო კარლ ჰარცელს. ბუნებრივია, მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც შეაქვს მას ამ მნიშვნელოვან პროცესში და მათ შორის მადლობას ვუხდი აშშ-ის ელჩს, თუმცა განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო, სანამ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებზე ვსაუბრობ, ჟიგიმანტას პავილიონისს, რომელმაც გადაჭარბების გარეშე გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება”, — განაცხადა მელიამ,

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...