მთავარიUncategorizedნიკა მელია: აქ სხვა კოლეგა პარტიების ოფისებთან ერთად ქვეყნის უკეთესი მომავალი...

ნიკა მელია: აქ სხვა კოლეგა პარტიების ოფისებთან ერთად ქვეყნის უკეთესი მომავალი უნდა გამოიჭედოს

Published on

ჩვეულებრივად გატარებული ერთი რიგითი კალენდარული დღე მგონია, რომ ამ ოფისში ჩემი მონაწილეობით აღარ იქნება, აქ სხვა კოლეგა პარტიების ოფისებთან ერთად, ქვეყნის უკეთესი მომავალი უნდა გამოიჭედოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს პარტიის ოფისში მისვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარალამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილებას პარტია, მაქსიმუმ, ერთ კვირაში მიიღებს.

„ძალიან დიდი მადლობა ყველას. ჩემთვის ამ ოფისში მოსვლა იმ ცნობილი შტურმის შემდეგ, ამაღელვებელია. ეს ოფისი არააა ჩემთვის უბრალოდ ოფისი. მგონია, რომ არამხოლოდ ჩემთვის, არამედ უამრავი ადამიანისთვის ეს ოფისი არასდროს იქნება უბრალოდ ოფისი, ეს არის იმედი ამ ქვეყნის უკეთესი დღისა. ეს არის ოფისი, სიმბოლო, სადაც მოხდა სიმართლის გარშემო უპრეცედენტო გაერთიანება. მართალია, სიმართლემ გაიმარჯვა არა ბოლომდე, მაგრამ გამარჯვების გზაზე ვდგავართ. ამ სიმართლემ, რომელიც ერთობით იქნა უზრუნველყოფილი, აალაპარაკა მთელი საერთაშორისო საზოგადოება, აალაპარაკა ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი, ისე როგორც ჩვენ მოკლებული ვიყავით წლების განმავლობაში და ამაზე ვდარდობდით კიდეც. ეს ყველაფერი მოხდა ამ ოფისიდან მათ შორის. ჩვეულებრივად გატარებული ერთი რიგითი კალენდარული დღე მგონია, რომ ამ ოფისში ჩემი მონაწილეობით აღარ იქნება, აქ სხვა კოლეგა პარტიების ოფისებთან ერთად, ქვეყნის უკეთესი მომავალი უნდა გამოიჭედოს. დღეიდან იწყება აქტიური კონსულტაციები მეგობრებთან.

გთხოვთ, მოთმინებით მოეკიდოთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს. ნიშნის მოგების გარეშე უნდა ვთქვათ და როცა ვამბობთ, რომ ვართ მსხვილი ოპოზიციური პარტია, არავინ ჩათვალოს, რომ ამით ვიღაცას ირიბად ვაკნინებთ. ერთი ხმაც კი მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში. წარმოიდგინეთ მთელი ოპოზიციური სპექტრი და „ნაციონალური მოძრაობა“. ვეცდებით, რომ ერთ კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელსაც საზოგადოება ელოდება. პირველ რიგში ერთსულოვანი გადაწყვვეტილება უნდა იქნას მიღებული – პარტია აგრძელებს კონკრეტული გეგმით მოქმედებას თუ ცვლის და ანაცვლებს გეგმას გეგმით; საპარლამენტო ცხოვრებას იწყებს პარალელურად სხვა საქმიანობისა და თუ არა; დოკუმენტზე აწერს ხელს პარტია და ასე შედის პარლამენტში თუ არ აწერს, მაგრამ სხვადასხვა დათქმებით შედის. არ დაგიმალავთ და პარტიაში არსებობს პოზიცია, რომ არ იყოს პარტია წარმოდგენილი გაყალბებული არჩევნების პარლამენტში. ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ არჩევნები არის გაყალბებული, მაგრამ იქაც არის სხვა ბრძოლა გასაგრძელებელი, რაც დასაფასებელია. ასეთი პოზიცია ჩვენს პარტიაშიც არის. ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი გადაწყდება რამდენიმე დღეში. ჩემი სურვილია, რომ მაქსიმუმ ერთ კვირაში ჩავეტიოთ. პარალელურად სხვა პარტიებთანაც გაიმართება კონსულტაციები“, – განაცხადა .ნიკა მელიამ

სიახლეები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება. ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...