მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე - აუცილებლად შევხვდები ნიკა მელიას - ოპოზიციურ ფლანგზე უნდა ვითანამშრომლოთ

გიორგი ვაშაძე – აუცილებლად შევხვდები ნიკა მელიას – ოპოზიციურ ფლანგზე უნდა ვითანამშრომლოთ

Published on

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ პარლამენტში შევა, რადგან ორი კვირის განმავლობაში, ყველაფერი ამას მოასწავებდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სჯობდა ორკვირიანი ნერვების წყვეტა ოპოზიციას თავიდან აერიდებინა.

„ნიკა მელიას საპყრობილედან გამოსვლის შემდეგ რატომ არ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში?! სწორი როგორ მიმაჩნია? – სწორი არის, რომ უნდა შევიდნენ პარლამენტში. პირველსავე დღიდან ყველაფერი ამას მოასწავებდა, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ორკვირიანი ნერვების წყვეტა შეიძლებოდა თავიდან აგვერიდებინა. აუცილებლად შევხვდები ნიკა მელიას. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე უნდა ვითანამშრომლოთ. იმედი მაქვს ის გინების რიტორიკა, რომელიც ამ ორი კვირის განმავლობაში იყო, პრეისტორიულ წარსულს ჩაბარდება, ცოტა გავიზრდებით პოლიტიკურად, კულტურა მოგვემატება, რომ ერთმანეთის განსხვავებულ აზრს პატივი ვცეთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...