მთავარისიახლეებისაზოგადოება,,მე ეს ვთქვი შიდა პრივატულ სივრცეში და ხმამაღლა არ გავიმეორებდი, თავად რომ...

,,მე ეს ვთქვი შიდა პრივატულ სივრცეში და ხმამაღლა არ გავიმეორებდი, თავად რომ არ გაევრცელებინათ” -ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე

Published on

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ამბობს, მეუფე პეტრეს შესახებ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უკანონო შვილთან დაკავშირებით სიმართლეა, თუმცა ამბობს, რომ ამ თემაზე დამატებით დეტალებზე საუბარი არ სურს, რადგან ბავშვის დაზიანება და “სიბინძურზე ლაპარაკი” არ უნდა.

“შენთან მოიკითხე რომ ვუთხარი ერთ ქალბატონს, შენთან მოიკითხე ვუთხარი ხევში და ასე შემდეგ, და შემდეგ დედა სოსანასთან ვილაპარაკე ამ თემაზე, როგორ მოხდა ბავშვის გაფორმება, და ასე შემდეგ. ღვთის წინაშე ვამბობ, ეს არის სიმართლე, დანარჩენს არ ვიტყვი, რატომ – იმიტომ, რომ ჯერ ერთი სიბინძურეზე ლაპარაკს არ ვაპირებ, მეორე, იმიტომ, რომ ეს საკითხი არ ეხება მხოლოდ ერთ პიროვნებას, ბავშვსაც ეხება და ასე შემდეგ, ის რომ ვიღაცა ამბობს დნმ-ის ანალიზს გავიკეთებ, გამოდის, რომ ბავშვის დნმ-სთანაც უნდა შედარდეს, მე იმ ბავშვის დაზიანება არ მინდა, ამიტომ არაფერს მეტს არ ვიტყვი, იმის გამო რომ ის ბავშვი არ მინდა მოხვდეს ამ შარში, რომელიც ისედაც ძალიან მძიმე რაღაცაა. 

და საეკლესიო რამე მე ბრალდება არ წამიყენებია, როგორც ის აყენებს პატრიარქის წინააღმდეგ ამ სიბინძურეს, მე ვთქვი შიდა პრივატულ სივრცეში, მათ რომ არ გაევრცელებინათ ამაზე არ იქნებოდა ლაპარაკი, მაგრამ მათ თვითონ გამოიტანეს საჯარო სივრცეში და მომიწია საჯარო სივრცეში პასუხის გაცემა. ის, რომ მახინაცია მოხდა ბავშვის გადაფორმებასთან, ეს არის აბსოლუტური სიმართლე და დანარჩენი მე არაფრის თქმა არ მინდა”, – თქვა მეუფე სტეფანემ. 

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს ამ ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს და სასულიერო პირს სთხოვს დამამტკიცებელი არგუმენტები წარმოადგინოს. 

ბრალდებაზე ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ თქვა, რომ მზადაა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად დნმ ჩაიტაროს. ის ამ თემაზე სინოდის სხდომის ჩანიშვნასაც ითხოვდა. 

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აცხადებს, რომ ცაგერის, ლენტეხის და ჭყონდიდის მიტროპოლიტის, სტეფანეს სინოდისგან სრული მხარდაჭერა აქვს. კითხვაზე, უნდა ჩაერთოს თუ არა სინოდი ჭყონდიდში მიმდინარე მოვლენებში, მიტროპოლიტმა ასე უპასუხა:

“ჩართულია სინოდი, კომისიაა შექმნილი. ჩვენი სრული მხარდაჭერა მეუფე სტეფანეს, სინოდის სრული მხარდაჭერა -აცხადებს მიტროპოლიტი დიმიტრი

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...