მთავარისიახლეებიპოლიტიკაიაპონია ქართველებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

იაპონია ქართველებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

Published on

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების და იაპონიასა და საქართველოს შორის საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარკებები დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფუმიო კიშიდასთან შეხვედრაზე მიიღეს.
 
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნეს მიმდინარე წლის, როგორც საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღის- 25 წლისთავის მნიშვნელობა. მინისტრების შეფასებით ამ ხნის განმალობაში ორი ქვეყნის მეგობრობა ეფუძნება საერთო ფასეულობებს, როგორც არის დემოკრატიული განვითარება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და საბაზრო ეკონომიკა.
 
იაპონიისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ საქართველო-იაპონიის ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასაყვანად, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა, ენერგეტიკა, ინოვაციები, მაღალი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა.
 
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ინვესტიციების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე, როგორც მინისტრებმა აღნიშნეს ეს ახალ შესაძლებლობებს მისცემს ორივე ქვეყანას განავითარონ ბიზნეს და ეკონომიკური კავშირები და ასევე იქნება კარგი სიგნალი იაპონური საქმიანი წრეებისთვის დაინტერესდნენ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური შესაძლებლობებით. ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობას და ქვეყანაში არსებულ ლიბერალურ ბიზნეს კლიმატს.
 
ფუმიო კიშიდას განცხადებით იაპონია ასევე გაამარტივებს სავიზო მოთხოვნებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში.
 
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში არსებული უსაფრთხო გარემოს გათვალისწინებით იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე იაპონიის მოქალაქეებისათვის არსებულ ე.წ. “Travel adviser”-ში საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნის შესახებ მონაცემი გაუმჯობესდება, რაც დამატებით შეუწყობს ხელს საქართველოში იაპონური ტურისტების მოზიდვას.
 
მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას ინოვაციების, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, საქართველომ გამოხატა დაინტერესება ამ მხრივ გაიზიაროს იაპონიის გამოცდილება.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს საქართველოს , როგორც პოლიტიკური, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში იაპონიის განვითარების სააგენტოს JICA-ს წარმატებული საქმიანობა. იაპონიის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც განაგრძოს აქტიური ჩართულობა საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებაში.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იაპონელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ. იაპონიის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
 
შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებით აღინიშნა საერთაშორისო ფორმატებში საქართველო-იაპონიის წარმატებული თანამშრომლობა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა იმუშაონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე, მიხეილ ჯანელიძემ იაპონიის საგრეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.

სიახლეები

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის...

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია - როგორც რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...