მთავარისიახლეებისაზოგადოებაკარდენახში ვაზი გაჩეხეს

კარდენახში ვაზი გაჩეხეს [Video]

Published on

კარდენახში, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა გელა გრიშენკომ დღეს 0,25 ჰექტარზე მსხმოიარე ვაზი უკვე გაჩეხა, ხოლო ახლადგაშენებული ვაზის გაჩეხვა კი დღეს დაიწყო. ინფორმაცია და ვაზის გაჩეხვის ვიდეოკადრებს კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. „განა მართლა 70 თეთრად იბარებენ ყურძენს? ქარხანაში რომ მიგაქვს, 2–3 დღე რიგში დგახარ დატვირთული მანქანით. მერე გიწუნებენ ყურძენს და 60 თეთრს გადაგიხდითო. 3 დღის ყურძენს სადღა წაიღებ? იძულებული გავხდი და ჩავაბარე. გამაწამეს ქარხანაში. მასხარად გვიგდებენ მევენახეებს. რაც დავხარჯე იმასაც ვერ ვინაზღაურებ. ოჯახი ხომ უნდა ვარჩინო? ერთი კილოგრამი წიწაკა 1.30 ლარი ღირს. ვენახი გავჩეხე და წიწაკას მაინც მოვიყვან“- განაცხადა კარდენახში მცხოვრებმა გელა გრიშენკომ. არსებული ინფორმაციით, კარდენახში ვაზის გაჩეხვას ახვა ადგილობრივებიც აპირებენ. ისინი ხელისუფლებას დაპირების შეუსრულებლობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. „ბატონი ივანიშვილი ხომ დაგვპირდა ყურძენი 1 ლარი იქნებაო, რატომ არ შეასრულა დაპირება? აი, სადამდე მიგვიყვანა, ახლადგაშნებული ვენახების გაჩეხვა დაიწყო ხალხმა. გადაწყვეტილი მაქვს, რომ მეც უნდა გავჩეხო. აზრი არ აქვს, ზარალია. სხვა შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს და ოჯახი რამით ხომ უნდა ვარჩინოთ“, – ამბობს მევენახე მალხაზ ნანობაშვილი. „იმ 9 წელს რომ მისტირიან, სააკაშვილი რომ არ ვარგოდა, ხომ იმიტომ გადავაყენეთ? ესენი რას აკეთებენ, ეს მთავრობა? რატომ ხელს არ გვიწყობენ? თუ ვერც ღვინო გააქვთ უცხოეთში, ვერც რუსეთთან ალაგებენ ურთიერთობას, ვერც საქართველოში ახერხებენ ვერაფერს, რისთვის არიან? მარტო იმიტომ რომ პრემიები აიღონ?“, – აღნიშნავს ალიკა ხატიაშვილი. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ყურძნის გასაყიდ ფასთან და ღვინის ქარხნებში ჩაბარებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 22 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 35 765 ტონა ყურძენი. სახელმწიფო ერთ კილოგრამ რქაწითელში 25 თეთრს იხდის, რასაც სახელმწიფო სუბსიდიის სახით 35 თეთრი ემატება და ჯამში 60 თეთრს შეადგენს. საფერავს სახელმწიფო 60 თეთრად იბარებს და სუბსიდიის სახით 15 თეთრი ემატება, ჯამში ერთი კილოგრამი საფერავის ფასი 75 თეთრია. ზოგიერთი კერძო კომპანია ქრაწითელში 70 თეთრს იხდის სუბსიდიის ჩათვლით, საფერავში კი 85 თეთრს. ყურძენზე ფასის გაზრდის მოთხოვნით მევენახეებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, საავტომობილო გზებიც გადაკეტეს, პარლამენტშიც ჩავიდნენ, მაგრამ ფასი არ შეიცვალა.

იხილეთ "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" -ს მიერ მომზადებული ვიდეო

სიახლეები

დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?

უპილოტო საფრენი აპარატები ოჩაჩირის, სოხუმისა და გულრიფშის თავზე - ვიდეოებს აფხაზეთის მარიონეტული საგანგებო სიტუაციების...

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...