მთავარისიახლეებიპოლიტიკაოფიციალურად გაფორმდა, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს

ოფიციალურად გაფორმდა, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს

Published on

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა – ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

“ევროკავშირის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული საქმის აღიარება, ნიკას პილიტპატიმრად მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადება – ეს არის ჩვენი მეგობრების მიერ დეკლარირებული გირაოს მთავარი შინაარსი. ოფიციალურად გაფორმდა, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ნიკა ძალიან მალე თავისუფლებაზე იქნება!” – წერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე 

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ევროკავშირის მიერ, ნიკა მელიას გირაოს თანხის ჩარიცხვას  ეხმაურება “ისეთი ხელისუფლება რომ გყავს, ევროპა რომ დატყვევებულ პოლიტპატიმარს გამოისყიდის. 
მსგავსს არ მოვსწრებივარ მე პირადად. არ აქ, არც სხვაგან. ხოდორკოვსკიზე მოხდა კიდევ რაღაც ამგვარი, თუ არ ვცდები, პუტინისგან გამოისყიდა ისიც იგივე ფონდმა. ხოდა, ჩვენც ჩვენი მინიპუტინით ვიამაყოთ.”

“უახლესი ისტორიდაან რეიგანი-გორბაჩოვის შეთანხმება მახსნდება, როდესაც საბჭოთა კავშირის ლაგერებიდნ 100 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს, შეთანხმების შემდეგ. დიდი მადლობა ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, ბატონ კარლ ჰარცელს. ასეთი სახის უპრეცენდენტო დახმარება არ მახსენდება. ნიკა მელია, გელოდებით!” – წერს “მთავარი არხის” დამფუძნებელი გიორგი რურუა Facebook-ზე

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...