მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ბოტკოველი - მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, ეს იქნება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან...

გიორგი ბოტკოველი – მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, ეს იქნება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტპატიმრის გამოსასყიდი

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ნიკა მელიასთან საპატიმროში, საერთო პოლიტიკური საკითხები გაიარეს.

ბოტკოველის თქმითვე, ამ ეტაპზე, ნიკა მელიას გადაწყვეტილი არ აქვს, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას როგორ მიიღებს.

“ძალიან ბევრი, კონკრეტული საკითხი გავიარეთ, რაც ჩვენს დღევანდელ, სამომავლო საქმიანობას ეხება, ბევრ საკითხში შევჯერდით. ამ დღეების განმავლობაში ბევრი სიახლე იქნება. რაც შეეხება დედაქალაქის მერს, ადგილობრივ არჩევნებზე ვისაუბრეთ, მაგრამ მხოლოდ დედაქალაქის მერის პოსტი რატომ არის ასეთი აქტიური და არ არის სხვა რეგიონის და სხვა ქალაქის, თუ შეთანხმებაზე და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაზეა საუბარი, სხვა მუნიციპალიტეტებზეც უნდა ვისაუბროთ. რაც შეეხება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, მას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს რას და როგორ აპირებს. დარწმუნებული ვარ, ცოტა დროა დარჩენილი, რომ ნიკა მელია გარეთ გამოვიდეს, ამის შემდეგ თვითონ განაცხადებს თავის გეგმებზე თუნდაც, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გირაოს, ის თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, მაგრამ ეს არ არის გირაო, ეს იქნება გამოსასყიდი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტიკური პატიმრის და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე მოხდება და ნიკა მელია თავისუფალი იქნება, ეს შეიძლება იყოს 3, 5 დღე, ერთი კვირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მალე იქნება. ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, მისი პოზიცია უცვლელია”,- განაცხადა ბოტკოველმა.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...