მთავარიUncategorizedგერმანიამ AstraZeneca-ს ვაქცინაზე ასაკობრივი ზღვარი მოხსნა

გერმანიამ AstraZeneca-ს ვაქცინაზე ასაკობრივი ზღვარი მოხსნა

Published on

გერმანიამ კოვიდსაწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინაზე ასაკობრივი ზღვარი მოხსნა. ვაქცინაციას 18 წლის და ზემოთ ასაკის, ნებისმიერი პირი შეძლებს.

გარდა ამისა, გერმანიის მთავრობის რეკომენდაციით, ვაქცინაციის დაჩქარების მიზნით, AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად მოქალაქეების 12 კვირა ლოდინი აღარ მოუწევთ და მეორე აცრა 4 კვირის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ 12 წელს ზემოთ მოზარდების აცრა უკვე აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.

“ევროპის წამლის სააგენტოს” (EMA) თქმით, AstraZeneca-ს ვაქცინა “არის უსაფრთხო და ეფექტური. მისი სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ადამიანების დაცვის მხრივ აჭარბებს შესაძლო რისკებს”. 

ევროპის რიგ ქვეყნებში, AstraZeneca-ს ვაქცინაზე ასაკობრივი ზღვარია დაწესებული.

საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინაზე ასაკობრივი ზღვარი დააწესა და ის მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი.

სიახლეები

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება. ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...