მთავარისიახლეებისაზოგადოება"სასულიერო პირი მირტყამდა წვეტიანი ფეხსაცმლით კოჭებში"- ნინუცა კეკელია

“სასულიერო პირი მირტყამდა წვეტიანი ფეხსაცმლით კოჭებში”- ნინუცა კეკელია

Published on

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე “მთავარი არხის” ჟურნალისტებსა და ივერი მელაშვილზე მომხდარი თავდასხმის შესახებ დეტალურად “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრეს ნინუცა კეკელიამ და ივერი მელაშვილმა.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, სასულიერო პირები ყველაფერს აკეთებდნენ მათ პროვოკაციაზე წამოსაგებად, ამ ყველაფერს კი სასაზღვრო პოლიცია მშვიდად ადევნებდა თვალს:

კადრში რაც ჩანს არის ერთი გაქნევა, რომელიც მხვდება. ამის შემდგ უკვე კამერა ითიშება, მე ტელეფონით გადაღების საშუალება იქ აღარ მომცეს და დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება ოპერატორთან.

ჩემს მიმართ უფრო მეტად დამამცირებელი ფიზიკური შეხება იყო. სასულიერო პირი მირტყამდა წვეტიანი ფეხსაცმლით კოჭებში, დროდადრო საკმაოდ ძლიერად მხარზე. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის რომ სადღაც დამეკარგა მოთმინება და პროვოკაციას წამოვგებოდი, ან უხეშად მეც შევხებოდი.

სასაზღვრო პოლიციის ორივე ეკიპაჟის წინ ხდებოდა ეს მოქმედება და ისინი ამაზე არ რეაგირებდნენ თხოვნის მიუხედავად” იხსენებს “მთავარის” კორესპონდენტი.

გუშინ, 4 მაისს “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფი ივერი მელაშვილთან ერთად დავით გარეჯში “შაბათის მთავარისთვის” რეპორტაჟის გადასაღებად იყო ჩასული, რა დროსაც მათ თავს ჯერ ნასვამი სასულიერო პირები, შემდეგ კი მოქალაქეები დაესხნენ. გამოძიება მხოლოდ 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...