მთავარისიახლეებისაზოგადოება„საქართველოს მთავრობა მიცვალებულებს ისე ეწყინათ, არჩევნებზე ხმას აღარ მოგცემენ“ - ერთი აქტივისტის...

„საქართველოს მთავრობა მიცვალებულებს ისე ეწყინათ, არჩევნებზე ხმას აღარ მოგცემენ“ – ერთი აქტივისტის აქცია ჭითაწყარის სასაფლაოსთან

Published on

„საქართველოს მთავრობა მიცვალებულებს ისე ეწყინათ, არჩევნებზე ხმას აღარ მოგცემენ“- ამ წარწერით ხელში ჭითაწყარის სასაოფლოს დაკეტილ ჭიშკართან  სამოქალაქო აქტივისთი ფრენკ ქანთარია დგას. აქტივისტი აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე მისვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, ვინც სასაფლაოზე შესვლის აკრძალვას დაარღვევს, 2 ათასი ლარით დაჯარიმდება. სასაფლაოებზე შესვლა, მთავრობის დადგენილებით, 2-დან 4 მაისის ჩათვლით იკრძალება, მთელი საქართველოს მასშტაბით. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

შსს-ის განცხადებით, 2 მაისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...