მთავარისიახლეებისამხედრო თემახვალ უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

ხვალ უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

Published on

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ხვალ, 17:00 საათზე უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე განიხილავენ რამდენიმე საკითხს – საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2016 წლისთვის; სამხედრო აღმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები; „საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ. დოკუმენტის“ პროექტის სამხედრო საფრთხეების ნაწილი.

მომხსენებლები საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იქნებიან.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

 

 

სიახლეები

“ოცნების” უმოქმედობამ შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის – ევროპარლამენტის ანგარიში

ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელსაც 5 მაისს საგარეო საქმეთა კომიტეტი განიხილავს, ბრიუსელი "ოცნების" ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლის...

ერევანში ზელენსკის მიპატიჟებას კრემლის უკმაყოფილება მოჰყვა

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი სომხეთის დედაქალაქ ერევანში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს,...

ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია – მაკრონი

"სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია. მოდით, გულახდილები...

თბილისიდან ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის მიმართულებით მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა

მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანები ძვირდება. ამის შესახებ ინფორმაცია ოკრიბას იურისტმა, პაატა ყვავაძემ BMG-ს დაუდასტურა, მისი...