მთავარისიახლეებისაზოგადოება"ნუ მატყუებ,მართე პანდემია და მოხსენი კომენდანტის საათი" - ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტი აქციას...

“ნუ მატყუებ,მართე პანდემია და მოხსენი კომენდანტის საათი” – ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტი აქციას მართავს

Published on

სამოქალაქო აქტივისტი ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ კომენდანტის საათს არღვევს. იგი შენობის წინ საკუთარი მანქანით დგას და ხელში შემდეგი შინაარსის ბანერი უჭირავს.

“ნუ მატყუებ,მართე პანდემია და მოხსენი კომენდანტის საათი”!სამოქალაქო აქტივისტი აქციას მარტო მართავს.

“სინამდვილეში მაჩლუნგებენ და მაჩვევენ მონობას, რომ სახლში ვიჯდე. არ მინდა, ერთი ცხოვრება მაქვს და ძილში გავატარო. მინდა ხალხმა ნახოს, რომ არ უნდა იყვნენ უაზრო მორჩილებაში, თორემ მართონ პანდემია რეალურად. მოხეხონ მაინც მოედნები და კომენდანტის საათი გააუქმონ”, – აღნიშნა როსტომ ზარანდიამ.

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, თუკი დააჯარიმებენ, “აბსურდულ ჯარიმას” ყველგან გაასაჩივრებს და სამართლებრივად იბრძოლებს.

დღეს კი აქ კიდევ ცოტა ხნით დარჩება.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...