მთავარისიახლეებიეკონომიკაგამოუვალი მდგომარეობა - დღეიდან 124 000-ზე მეტ ადამიანს ბანკში სესხი უძვირდება

გამოუვალი მდგომარეობა – დღეიდან 124 000-ზე მეტ ადამიანს ბანკში სესხი უძვირდება

Published on

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების საპროცენტო ნიშნული 8,5%-დან 9.5%-მდე გაზარდა. შესაბამისად, დამატებით 1%-ით გაუძვირდათ სესხი იმ ადამიანებს, ვისაც კრედიტი ეროვნულ ვალუტაში აქვს აღებული ანუ 124 000-ზე მეტ ადამიანს ბანკში სესხი გაუძვირდება –

მთავარი მიზეზი, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა დღეს ეს გადაწყვეტილება მიიღო, მზარდი ინფლაციაა.”მსჯელობის შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთის 1% პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მივიღეთ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50%-ით განისაზღვრა.

თუ ლაპარაკია, 100 000 ლარიან სესხზე, რომელიც 10 წლით იყო აღებული 12%-ად ამ სესხის საპროცენტო განაკვეთი ახლა იქნება 13% და თვიური განსხვავება 58 ლარით უფრო მეტი იქნება გადასახდელი.

რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო პროცესია, მაგრამ შეუძლებელია, რომ ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა სასწაული გააკეთოს. ის ფაქტორები, რომელიც დღეს ინფლაციაზე მოქმედებდეს არ არის ის ფაქტორები, რომელზეც გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეროვნულ ბანკს”,- თქვა ეროვნული ბანკის დირექტორმა, კობა გვენეტაძემ.

ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ინფლაციის დასტაბილურებისთვის ეროვნულ ბანკს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, თუმცა მათი შეფასებით ამ გადაწყვეტილებას შედეგი მხოლოდ მოკლე პერიოდის განმავლობაშ ექნება.

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...