მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციამ პარლამენტში მის მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტი დაარეგისტრირა

ოპოზიციამ პარლამენტში მის მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტი დაარეგისტრირა

Published on

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციამ პარლამენტში, მათ მიერ შემუშავებული, ამნისტიის კანონპროექტი დაარეგისტრირა. დეპუტატ შალვა შავგულიძის თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან დაინიცირებულ კანონპროექტსა და ოპოზიციის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს შორის შინაარსობრივი განსხვავებაა.

მისი განმარტებით, ოპოზიციის კანონპროექტის თანახმად, ამნისტია შეეხებათ 2019 წლის 19-21 ივნისის საქმეზე უკვე არსებულ ბრალდებებს. ხოლო ხელისუფლების კანონპროექტი შეეხება, არა კონკრეტულ ნორმებს, არამედ მოვლენებთან დაკავშირებულ უკვე არსებულ ბრალდებებს და მომავალში შესაძლო წარდგენილ ბრალდებებს.ჩვენი კანონპროექტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას და მის მოთხოვნებს. იქ აღნიშნულია, რომ 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ამნისტირება ყველა დაკავებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 წლის განმავლობაში, რასაც 2019 წლის ივლისიდან იძიებდა სახელმწიფო, უკვე არსებული წარდგენილი ბრალდებები და დაკავებები, უნდა მოყვეს ყველა. ანუ ჩვენი კანონპროექტი შეეხება არსებულ ბრალდებებს, იმ მოვლენების დროს, რა ბრალდებებიც აქვს წარდგენილი პოლიციის თანამშრომლებს, მათი ქმედებებია ამნისტირებული და აქციის მონაწილეებს, რა ბრალიც აქვთ მათ.

ხოლო ხელისუფლების კანონპროექტი, შეეხება არა კონკრეტულ ნორმებს, არამედ ამ მოვლენებთან დაკავშირებულ უკვე არსებულ ბრალდებებს და მომავალში ჰიპოტეტურად შესაძლო ყველა ბრალდებას, რაც მიგვაჩნია, რომ არის ძალიან გაუმართლებელი,-თქვა შალვა შავგულიძემ.

ამნისტიის კანონპროექტის თავისი ვერსია “ქართულმა ოცნებამ” გუშინ, 27 აპრილს დაარეგისტრირა. ორივე ვერსიის განხილვა პარლამენტში მომდევნო კვირიდან დაიწყება.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...