მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩვენ მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ, ამის შემდეგ მას შეუძლია შევიდეს ან არ...

“ჩვენ მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ, ამის შემდეგ მას შეუძლია შევიდეს ან არ შევიდეს პარლამენტში” – ირაკლი კობახიძე

Published on

,,გვესმის მუდმივად საუბარი იმაზე, რომ მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია. გამოდის ციხიდან, ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან. ჩვენ მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ, ამის შემდეგ მას შეუძლია შევიდეს ან არ შევიდეს პარლამენტში.” — აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე

რაც შეეხება გირაოს და ამნისტიას, და განსაკუთრებით ამნისტიას, ეს არის მელიას გადასაწყვეტი. მელიას შეუძლია, მიიღოს ამნისტიის კანონი ან არ მიიღოს. ეს შესაძლებლობაც არის ასახული ამნისტიის შესახებ კანონში,

გარდა ამისა, კობახიძე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ეს შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა იქნება.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ რომ ის ვერ შევა პარლამენტში, სადაც 20 ივნისს ძალადობაში მონაწილე პირებს შეიწყალებენ.

პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის  ორი ვერსია დაინიცირდება— ერთი ქართული ოცნების და მეორე, ოპოზიციის.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, ორივე კანონპროექტი ითვალისწინებს ნიკა მელიას გათავისუფლებას, თუმცა ქართული ოცნების იდეაა, რომ კანონპროექტი შეეხოს მთლიანად მოვლენას და მხოლოდ გამონაკლისს სახით გამოირიცხოს ძალადობა და კონვენციური მუხლები.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...