მთავარისიახლეებისაზოგადოებაქართველი მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა

ქართველი მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა

Published on

გენიალური ქართველი მსახიობი კახი კავსაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი კახი კავსაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკი იყო მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაუარესდა.

კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.

კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან.

კახი კავსაძემ ქართულ კინოში 80-ზე მეტი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე შემქნა. მათ შორის, “ნატვრის ხე“ (იორამი) “მონანიება“ (მიხეილ კორეშელი) “მზე შემოდგომისა“ (სამსონი) “სიყვარული ყველას უნდა“ (კოლა) “ვერის უბნის მელოდიები“ (ინოჩენცი) “ღვინის ქურდები“ (ელიბო) “სამოთხის გვრიტები“ (ბრიგადირი) “მიჯაჭვული რაინდები“ (დონ კიხოტი) და სხვ.

მსახიობის აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ადამი “ღვთაებრივი კომედია“, თავადი კოწია “გუშინდელნი“, დევდარიანი “საბრალდებო დასკვნა“, ილიკო “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, სიმონ ჩაჩავა “კავკასიური ცარცის წრე”, ლორდ ჰასტინგსი “რიჩარდ III“ , კენტი “მეფე ლირი“ “, რასპუტინი “კვაჭი კვაჭანტირაძე“ , ბატონი დევი “მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“.

კახი კავსაძის მიღებული არა ერთი ჯილდო, პრემია და პრიზები:

• 1976: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი

• 1981: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი

• 2001: იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი ,,იპო”

• 2008: რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის ,,ვარსკვლავი’’.

• 2009: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

• 2010: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...