მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,20 ივნისის ღამეს ზიანი პოლიციელებსაც მიადგათ და აქციის მონაწილეებსაც'' - საით უბერავს...

,,20 ივნისის ღამეს ზიანი პოლიციელებსაც მიადგათ და აქციის მონაწილეებსაც” – საით უბერავს ოცნების ქარი?

Published on

პარლამენტის დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 20 ივნისის ღამეს ზიანი პოლიციელებსაც მიადგათ და აქციის მონაწილეებსაც — მათ შორის, ზოგს მართლზომიერი ქმედების შედად, ზოგს გადამეტების.

“ზიანი მიადგა ყველას. პოლიციელებს, აქციის მონაწილეებს. ზოგი ეს ზიანის მიყენება იყო მართლზომიერი ქმედების შედეგად, ზოგი შეიძლება გადამეტების შედეგად იყო. გასაგებია, მაგრამ სწორედ ამიტომ არის ამნისტია, რომ დანაშაულს ან სავარაუდო დანაშაულს ეხება”, — განაცხადა პაპუაშვილმა.

დოკუმენტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შემუშავდა წერია, რომ მხარეებმა ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, “პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად” აღქმულ ორ საკითხზე რეაგირება უნდა მოახდინონ ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

ამნისტიის საკითხს მოყვა არაერთი კითხვა იმაზე, თუ ვის შეეხება ეს კანონი., კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი წინააღმდეგია, რომ ის გავრცელდეს სამართალდამცავები უწყების წარმომადგენლებზეც, რომლებიც აქციის დაშლაში მონაწილეობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამნისტიის კანონი ზუსტად იმ პირობებით მიიღება, რაც შეთანხმებაშია. მისი თქმით, ქართულ ოცნებას ამ საკითხზე “არავითარი სუბიექტური ინტერესი” არ გააჩნია.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...