მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი: ,,მთავრობა ქვეყნის მასშტაბურ განახლებას იწყებს''

ირაკლი ღარიბაშვილი: ,,მთავრობა ქვეყნის მასშტაბურ განახლებას იწყებს”

Published on

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ქვეყნის მასშტაბურ განახლებას იწყებს. ღარიბაშვილის თქმით, ეს პროგრამა 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას გულისხმობს.

“ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას. ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული რეაბილიტაციას. ასევე, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რებილიტაციასა და მშენებლობას. ყველა ქალაქის, მუნიციპალიტეტის, კურორტებისა და დასახლებების ურბანულ განახლებას”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრმა, აგრეთვე, თქვა, რომ პროგრამის ფარგლებში ახალი დასასვენებელი ტურისტული და საზოგადოებრივი ზონებიც შეიქმნება.

“ქვეყნის რეგიონების თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზე ცხოვრების, შრომისა და ზოგადად, განვითარების პირობების გაუმჯობესება ყველგან სახელმწიფოს მიზანი უნდა გახდეს”, — აღნიშნა მან.

ღარიბაშვილის თქმით, რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს. მან, ასევე, განაცხადა, რომ პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერი მიმდინარე კვირაში გამოცხადდება, სამუშაოები კი ივნისიდან დაიწყება. პროქტებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...