მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში დააკავეს პირი, რომელმაც ვალუტის გადამცვლელ პუნქტში 10 ათასი ლარი მოიპარა

ზუგდიდში დააკავეს პირი, რომელმაც ვალუტის გადამცვლელ პუნქტში 10 ათასი ლარი მოიპარა

Published on

ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში დღეს დილით ვალუტის გადამცვლელ პუნქტში 57 წლის მამაკაცმა ბ. ხ.-მ გამყიდველ ქალს ა. ბ.-სდაახლოებით 10 ათას ლარამდე თანხა მოპარა. იგი ქალს,როგორც მყიდველი ისე გაეცნო. სამართალდამცველებმა მამაკაცი მოგვიანებით, ბაზრიდან მოშორებით ე.წ. სვანეთის ბაზართან დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ნაქურდალი თანხა ადგილზე ამოიღო, ხოლო პირი სამართალდამცველებმა დააკავეს. მამაკაცი სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...