მთავარისიახლეებისაზოგადოებასტიქიამ მესტიაში ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა

სტიქიამ მესტიაში ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა

Published on

სვანეთში, ძლიერი წვიმის შედგეგად, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჟაბეშში, რამდეჯერმე ადიდდა ღელე, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას.

მესტიის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა სოფლის შიდა გზები და ხიდი. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში ხდება ღელის განტვირთვა. ამ დროისთვის კლავ არსებობს მეწყრული პროცესის გააქტიურების საფრთხე.

უშგულის თემში, სტიქიამ სოფელ მურყმელსა და ჩაჟაშს შორის გზის 100 მეტრიანი მონაკვეთი სრულად გაანადგურა, ამ დროისთვის შეუძლებელია აღნიშნულ სოფლებს შორის ავტომობილით გადაადგილება.

ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადიდებულმა მდინარე დევრამ დააზიანა შიდა სასოფლო გზები და ხიდი.

მიმდინარეობს სტიქიის საპრევენციო სამუშაოები რის შემდეგაც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყება – ნათქვამია მუნიციპალიტეტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...