მთავარისიახლეებისაზოგადოებადაწესდება თუ არა ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდება

დაწესდება თუ არა ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდება

Published on

დაწესდება თუ არა რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ქვეყანაში დამატებითი რეგულაციები – ამ თემის განსახილველად დღეს, პრემიერის მეთაურობით, კოვიდსაბჭო შეიკრიბება. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში შრომითი ინსპექციის მხრიდან ინტენსიური მონიტორინგი მიმდინარეობს, გამკაცრდა დაჯარიმებებიც. შემთხვევების აგრესიული მატების შემთხვევაში უწყებაში გარკვეული შეზღუდვების ამოქმედებას არ გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ ფართომასშტაბიან ლოკდაუნზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის.

მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, საბჭოზე განხილული იქნება იმ შეზღუდვების აღსრულება, რომელიც დაწესებულია სოციალური ღონისძიების რეგულირებისთვის. ასევე მისი განცხადებით, დამატებითი შეზღუდვების დაწესება ინფიცირების მაჩვენებელზე იქნება დამოკიდებული.

საქართველოში გუშინ 1800-მდე დაინფიცირების ახალი ფაქტი გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი; ამჟამად, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ს აღემატება. მნიშვნელოვნად გაზრდილია დადებითობის პროცენტული მაჩვენებელიც.

სიახლეები

ფოთელი პედაგოგის მიმართ მუქარის გამო დაკავებულს 2.000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

ფოთის სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა 2006 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელმაც პედაგოგ, იგორ კეკელიას "სოციალურ...

სად ვერ გაივლით და სად რა შეზღუდვებით გაივლით ინტენსიური თოვის გამო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ...

თბილისში მანქანა დაიწვა, ერთი ადამიანი დაიღუპა

თბილისში, გლდანთან ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა, დაიღუპა ერთი პირი. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების...

გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, ტრამპი რვა ევროპულ ქვეყანას ტარიფებს უწესებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს Truth Social-ზე დაწერა, რომ გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო დანიას,...