მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში მიშელი ხვდება

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში მიშელი ხვდება

Published on

პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო.

შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ის დეპუტატები ესწრებიან, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. კერძოდ, აუდიენციაში მონაწილეობენ: “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, “ლელოს” ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, “გირჩის” ლიდერი ვახო მეგრელიშვილი, “რესპულიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე, “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი, “ევროპელი სოციალისტების” ლიდერი დავით ზილფიმიანი, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც დოკუმენტს ხელმოწერით ინდივიდუალურად შეუერთდნენ: დავით ბაქრაძე, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი. შეხვედრას მმართველი გუნდიდან ესწრება არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი.

შეხვედრაში მონაწილეობენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

ცნობისთვის, შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...