მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: პარტიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ მოაწერენ თუ არა შეთანხმებას ხელს, ჩემი...

მიხეილ სააკაშვილი: პარტიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ მოაწერენ თუ არა შეთანხმებას ხელს, ჩემი ფუნქცია კი არის გითხრათ სიმართლე, თუნდაც ძალიან მწარე

Published on

მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვან მომენტად, რომ პირველად პრაქტიკულად, ქართულმა ოცნებამ აღიარა, რომ შესაძლებელია ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” დასავლელი მედიატორების ახალ დოკუმენტს, თუმცა ამბობს, რომ “ეშმაკი დეტალებშია”.

” დოკუმენტი ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს:ჯერ ერთი გაუგებარია რატომ 43% და რატოა არა 50%? თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა?

მეორე კითხვა, რომელიც მაქვს, ეს უნდა დავუსვათ ჩვენ თავს ყველა ჩვენგანმა – ვთქვათ, 43%, ვინ უნდა დაითვალოს, ისევ ჟვანიამ?” ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, უნდა განისაზღვროს, როგორ შეიძლება დაკომპლექტდეს საარჩევნო კომისია.  ცესკო-ს მოქმედი ხელმძღვანელის, თამარ ჟვანიასა და სისტემის სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ნდობა ვერ იარსებებს, ის ხმებს სწორად ვერ დათვლის, ამიტომ საჭიროა პარტნიორების ჩართულობა ამ მიმართულებით გამოიყენონ და შესაბამისი მაგალითი აიღონ

მიხეილსააკაშვილი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს ვარიანტს, რომელიც კოსოვოში, ალბანეთში, უკრაინასა და ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს.

უფრო კონკრეტულად: საარჩევნო კომისიის წევრებს, პროკურორებს, მოსამართლეებს არჩევს პარიტეტული კომისია, რომლის 3 წევრს ნიშნავს დასავლეთი (საერთაშორისო პარტნიორები), 3 წევრს ხელისუფლება, სამს კი ოპოზიცია.

“თუ ეს ასე იქნება, მივიღებთ ხალხს ცესკო-ში, რომელიც ობიექტურად დაითვლის ხმებს”– ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე შეფასებით, გაუგებარი და ბუნდოვანიაა ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხიც 

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პარტიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ მოაწერენ თუ არა შეთანხმებას ხელს.

“მე ვფიქრობ, პარტიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ჩემი ფუნქციაა გითხრათ მხოლოდ ის რაც არის, ხომ არ მოგატყუებთ, სიმართლე მწარე უნდა ითქვას. გვინდა გადაწყვეტა, გვინდა გადალახვა კრიზისის, კრიზისი არის მძიმე, მაგრამ არსებობს რაღაც ელემენტარული თამაშის წესები მიღებული ცივილიზებულ სამყაროში, ამ წესების გადახვევა მიგვიყვანს მხოლოდ უარეს შედეგამდე”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...