მთავარისიახლეებიპოლიტიკაგირჩის სამმა დეპუტატმა შეთანხმების ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა

გირჩის სამმა დეპუტატმა შეთანხმების ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა

Published on

გირჩის სამმა დეპუტატმა, იაგო ხვიაჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ოპოზიციასა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

თავდაპირველად გირჩის ლიდერებმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი დღეს პარლამენტში მისვლამდე პარტიის ფეისბუქგვერდის პირდაპირ ეთერში მოაწერეს

“ჩემი აზრით, ამაზე არის ხელი მოსაწერი. გუშინ იყო განცხადებაში, რაც, ჩემი აზრით, მხარდასაჭერია, რომ თითოეულმა პარლამენტის წვერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებაო. ანუ, ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე დაიყვანეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი წინადადება. მე ვფიქრობ, რომ იმ 60-მა ადამიანმა, თუ რამდენიც არის დარჩენილი, თვითონ უნდა გადაწყვიტოს, უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, რომ ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ყველაფერი და არ ვიცი რა გააკეთოს. მოდი, ჩვენ რაღაცნაირი მაგალითი მივცეთ იმის, რომ ეს შესაძლებელია და ხელი მოვაწეროთ ამ დოკუმენტს […]

აი, მე მოვაწერე ამას ხელი, რომ შერიგდეს მიშა და ბიძინა. ეს არის დასაწყისი რაღაც შერიგების”, — განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ხვიჩიამ დოკუმენტის ხელმოწერისკენ სხვებსაც მოუწოდა.

“ვუსურვოთ წარმატება ზოგადად ამ პროექტს და მე მინდა, რომ მოგვბაძონ ადამიანებმა, ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან.” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.მისი ნთქმით, ისინი არ აპირებენ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, თუმცა ისარგებლებენ პარლამენტარის გარკვეული პრივილეგიებით.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...