17 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 783, ხოლო გარდაიცვალა — 14 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 822 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 10 197 PCR-ით — 8 625.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4,35%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 2,98%, ხოლო 7 დღის — 3,41%..
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 818 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:
- თბილისი — 465;
- აჭარა — 75;
- იმერეთი — 57;
- ქვემო ქართლი — 46;
- შიდა ქართლი — 29;
- გურია — 18;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი — 73;
- კახეთი — 24;
- მცხეთა-მთიანეთი — 18;
- სამცხე-ჯავახეთი — 8;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 4.