თბილისში, ისნის რაიონში უბედური შემთხვევის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს მოუხარშავი ლობიოს მარცვალი გადასცდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“წაიყვანეს კლინიკაში და გაუკეთდა ოპერაცია, მაგრამ გული გაუჩერდა. ფილტვში იყო უკვე გადასული ლობიოს მარცვალი”, – უყვება ოჯახის ახლობელი “ინფო რუსთავს”.
გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი სამეგრელოდანაა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ისინი თბილისში ცხოვრობდნენ.