მთავარისიახლეებიპოლიტიკახმაური და დაპირისპირება იმერეთის სამხარეო პოლიციასთან

ხმაური და დაპირისპირება იმერეთის სამხარეო პოლიციასთან

Published on

იმერეთის სამხარეო პოლიციასთან ხმაური და დაპირისპირება იყო. დაპირისპირება სამხარეო პოლიციის ეზოდან ავტომობილების გამოსვლას მოჰყვა. დაკავებული მოჭიდავეების წულუკიძეების და ჭელიძეების ახლობლებმა სამართალდამცველებს გადაადგილების უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეების გზიდან გადაყვანა სამართალდამცავებმა სცადეს. დაკავებულების ახლობლების თქმით, არ გაჩერდებიან, ვიდრე უდანაშაულო დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ.

აქციის მონაწილეებმა საქალაქო სასამართლოსკენ გადაინაცვლეს მსვლელობით, სადაც 17.00 საათზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

როგორც დაკავებული პირების ადვოკატი აცხადებს, დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და მათი მხრიდან რაიმე ძალადობას გამორიცხავენ.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...