მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ეჭვიც არ მეპარება, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის გეგმას ამუშავებს'' - მიხეილ...

,,ეჭვიც არ მეპარება, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის გეგმას ამუშავებს” – მიხეილ სააკაშვილი BBC-ის პირდაპირ ეთერში

Published on

,,ეჭვიც არ მეპარება რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის გეგმას ამუშავებს” – ამის შესახებ  საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ BBC-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დონბასის რეგიონში რუსული ჯარის მობილიზება უკრაინის უსაფრთხოებას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს, რაც ყურადღებას და ჩართულობას მოითხოვს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს რომ ვლადიმერ პუტინს დასავლეთის შეშფოთება არ ანაღვლებს, რადგან ის ძალის გამოყენებაზე და აგრესიაზე არის ორიენტირებული.

დონბასში კი ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ბოლო 24 საათში  სეპარატისტების მხრიდან სროლებს 1 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაიჭრა.

უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, სეპარატისტებმა ცეცხლი დასახლებული პუნქტებისა და სამშვიდობო მისიის მიმართულებით გახსნეს.

ასევე ცნობილი ხდება რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა კასპიის ზღვიდან შავ ზღვის მიმართულებით სამხედრო გემების გადაყვანის ბრძანება გასცა.

დონბასში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი  და კრემლს უკრაინის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების დაუყონებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...