მთავარისიახლეებისაზოგადოება"რიონის მცველების" აქცია გუმათიდან ქუთაისში ინაცვლებს

“რიონის მცველების” აქცია გუმათიდან ქუთაისში ინაცვლებს

Published on

“რიონის მცველების” აქციამ გუმათიდან ქუთაისში გადმოინაცვლა. 

ისინი ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. 

“რიონის ხეობის მცველმა” ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ძალადობა არასდროს არაა გამართლებული და ყველამ გვერდით მდგომს პატივი უნდა სცეს.

“თუ იქნება თქვენი ნება სურვილი, ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ, გავათიოთ დღევანდელი ღამე აქ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეგობრებო, უკვე ჩვენ შევძლებთ ხვალინდელ დღეს, რომ გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსვლა ადამიანების სხვადასსვხა ადგილებში და ბლოკირება მთელი ქვეყნის. თუ არ იქნება შესმენილი ჩვენი ნება, ჩვენ არ უნდა გადაგვძლიოს იმან, რომ ახლა დავიძრათ ბარიკადებისკენ და გავაფუჭოთ ყველა ის მიღწევა, რაც სახეზე გვაქვს აქ ამ მოედანზე. ჩვენ გვაქვს მთელი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ყველა ქალაქი, ყველაგან გამოვიდეთ”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...