მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც არც უხსენებია დღევანდელს - გიორგი მარგველაშვილს

საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც არც უხსენებია დღევანდელს – გიორგი მარგველაშვილს

Published on

საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელიც  (შესაძლოა პრესკლუბელი ფიქრია ჩიხრაძის რჩევით) არც უხსენებია დღევანდელს – გიორგი მარგველაშვილს, იგონებს 80 – 90 – იანი წლების  საქართველოს ეროვნულ -გამათავისუფლებელი მოძრაობის ახალგაზრდა სახე და შემდგომში  ნაცონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე   
 
,, ამერიკის სენატში ზვიად გამსახურდიას სიტყვით გამოსვლა მზადდებოდა.  მანამდე იქ უსმენდნენ ჰაველს,მანდელას,ვალენსას.ეს ისტორიული შესაძლებლობა, თავისთავად ,მნიშვნელოვანი განაცხადი იქნებოდა ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, რომ არა ერთი ფაქტი-ვიზიტის მომზადებამდე საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაშია . მოსკოვი მუდმივად მიუთითებს ურჩ გამსახურდიას დაიცვას საბჭოთა კონსტიტუცია.
 
გამსახურდია ეძებს დასავლეთთან კავშირებს და ცდილობს საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას. კრემლი ამზადებს ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას და ამერიკაც იმედის თვალით უყურებს საბჭოთა კავშირის გარდაქმნას.
 
სწორედ,ამ დროს,გამსახურდია ითხოვს ბუშთან პირისპირ შეხვედრას,რაც თავისთავად,არ იყო მარტივი ამოცანა.ერთის მხრივ,ბუშს უნდა შეენარჩუნებინა გორბაჩოვთან ახლადმიღწეული ზავი და,მეორეს მხრივ,საბჭოთა კავშირიში შემავალი ქვეყნის ერთ-ერთ ლიდერს უნდა შეხვედროდა. ამ სირთულის დასაძლევად,პირადი ურთიერთობის გათვალისწინებით.გამსახურდია სამთავრობო დელეგაციას აგზავნის რეიგანტან და თხოვს დახმარებას.მიუხედავად იმისა,რომ რეიგანი მოსკოვში ვიზიტის დროს, მისივე თხოვნით ხვდებოდა ქართველ დისიდენტს, ამ შემთხვევაში, პასუხი ასეთი გახლდათ – გორბაჩოვი კარგი ადამიანია, ნუ შეეწინააღმდეგებით.
წინააღმდეგობა კი იყო დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე უარი და ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა.
 
გამსახურდიამ დამოუკიდებლობის გამოცხადება არჩია.
 
მერე მოხდა ის,რაც მოხდა-ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ქვეყანა სნგ-ში შეიყვანეს და ეს კაცი ტყეში მკვდარი იპოვეს.
 
26 მაისი ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის დღეა.'' – წერს ეკა ხერხეულიძე და პოსტსკრპტუმში დასძენს: 
,,არაფერი თავისით არც შენდება და არც ინგრევა. ორივეს დიდი მონდომება და თავდადება სჭირდება.სინდისის საქმეა,ვინ როგორ ხედავს ამ პროცესებს,საკუთარი თავის მონაწილეობის გარეშე. ''

სიახლეები

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია - როგორც რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

“ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

"ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პარტიის ლიდერი...

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ - შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტის...

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად...