მთავარისიახლეებისაზოგადოებამართლმადიდებელი სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს

Published on

მართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლენს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ "მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესუ ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან – უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.

სიახლეები

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი დღის სატელევიზიო ეთერს ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი დღის სატელევიზიო ეთერს ითხოვს და აცხადებს, რომ მაუწყებელი თავის მთავარ...

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. "ჩერნომორენერგოს" იტყობინება, რომ 9 იანვრიდან ელექტროენერგია აბონენტებს...

სასამართლოში დამიბარეს; ბრალად გედებათ პარლამენტთან გზის გადაკეტვაო – გოჩიაშვილი

პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილე მაკუნა გოჩიაშვილი სასამართლოში დაიბარეს. ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს: "ახლა დამირეკეს,...

მეც და დანარჩენი მშობლები ვიწყებთ შეუპოვარ ბრძოლას!- ანდრო ჭიჭინაძის დედა

ოლიგარქის რეჟიმის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა სხვა დაკავებულების მშობლებთან ერთად, ბრძოლის ახალ ეტაპს...