ერთი ქათმის წონა ქალმა პოლიტიკური მგლის – ივანიშვილის იმედით კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა იშვილა

0
959

ბევრს რომ ვფიქრობ, ვფიქრობ იმას, რომ ეს სამინისტრო იქნება, დაახლოებით, ისე, როგორც, როდესაც ოჯახში არის სამი ბავშვი, რომელსაც თანაბარი მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება – ეს არის კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა. 

თუმცა, ალბათ, კიდევ უფრო კარგი იქნებოდა, თუკი ვიტყოდით, რომ ეს არის ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თუმცა, მას ასე ოფიციალურად არ ჰქვია. ამით იმაზე მინდა მინიშნება გავაკეთო, რომ, თუ ჩვენ კულტურა უნდა შევინარჩუნოთ, თუ ხელოვანებს ხელი უნდა შევუწყთ, რომ კიდევ უფრო დიდი ფოიერვერკები აკეთონ ქართული კულტურის სახელით და სპორტსმენებმა გვასახელონ, მაგრამ, არა მხოლოდ ასევე სპორტული ცხოვრება იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების  და ახალგაზრდობის ნაწილი, ეს ყველაფერი განა რისთვის კეთდება, თუ არა ახალგაზრდობისთვის? ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი იმედთან ინტერვიუში.

პრობლემებს მე არ ვერიდები, ეს მიმაჩნია, რომ დაუშვებელი სისუსტეა ჩემთვის. პრობლემას რომ ვხედავ, იმას უნდა შევეჭიდო. მათ შორის კონფრონტაციის გზითაც. ასე მგონია, კარგად ვიცნობ ჩემს თავს და როცა ემოციურად არ ვარ რაღაც პროცესში ჩართული, ან არ გამოვხატავ პირდაპირ აზრს, ან თუ ჩხუბია საჭირო, არ ვჩხუბობ, არ ვკამათობ და ვარ ინდიფერენტული, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ ან ის ადამიანი არ მაინტერესებს ან ის პროცესი არის სულერთი. თუ ვთვლი, რომ იქ ისეთი რაღაც ხდება, რაც შეიძლება მე გავატარო, რა თქმა უნდა, კონფრონტაციასაც არ ვთვლი, რომ დიდი ცოდვაა.

ვარ ძალიან მორწმუნე და მეამაყება, რომ ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ეს არის ის რწმენა, რომელიც ბევრ რამეში მეხმარება, ხელს მიწყობს, იმიტომ, რომ, რაც არ უნდა ვიძახო, რომ მყარი ფსიქიკა მაქვს, შინაგანად სიმტკიცე მაქვს და სწორად აღმზარდეს, რომ უნდა იბრძოლო ცხოვრებაში და არ იყო ხელჩამოშვებული, ზემოდან დახმარების გარეშე, მე მწამს, რომ ამ ყველაფერს მე, ერთი ადამიანი, საკუთარ თავს ხშირად დავცინი,  ეს ერთი ქათმის წონა ქალი, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებდი. 

 იუმორის ნიჭი ბოძებული ნიჭია და მე ეს დიდად არ მაქვს, მე თვითონ ვარ ჩემივე ცინიზმის საგანი ხშირად და ვცდილობ, გარედან შევხედო ჩემს საკუთარ თავს. ახლობლებს ბევრჯერ უსაყვედურიათ, ნუ იცი ხოლმე ასე შენი თავის დაცინვა და დაკნინება, არ ვარგა. მე მაინც იმის იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი ხუმრობა თუ ცინიზმი ადამიანებს მძიმე განცდებში არ აგდებს იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი მიზანი…

ვინ არიან პოლიტიკური მგლები თეა წულუკიანისთვის –  როგორც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ამბობს, თუ მგელში დამშეული ცხოველი იგულისმება, რომელიც მზადაა ყველა შეჭამოს, ასეთი “ნაციონალური მოძრაობის” მმათველობის დროს ბევრი იყო.

თუ მგელში ლომივით ფიგურა იგულისხმება, მაშინ წულუკიანისთვის მგელი, ცალსახად, ედუარდ შევარდნაძეა.

რაც შეეხება პოლიტიკურ მგელს იმ გაგებით, რომ სხვები მიაჩოჩა, მოაჩოჩა, სახელმწიფოს ინტერესი მაინც გადაარჩინა, იბრძოლა, სადაც დასჭირდა, რომ ებრძოლა, იბრძოლა, მერე დაიხია, კომპრომისი მოუწია და ასე შემდეგ. თუ ამას ვიგულისხმებთ მგელში, ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არის ბიძინა ივანიშვილი, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ გავიმარჯვებდით 2012 წელს და დღეს ეს ბევრს ავიწყდება. – ამ შემთხვევაში წულუკიანისთვის ბიძინა ივანიშილი უალტერნატივოა.

წინა სტატიაზუგდიდში დააკავეს ყოფილი პოლიციელი, რომელმაც 31 მარტს ცოლისძმას ესროლა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად საზღვარგარეთ წავიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური