გიგა ბოკერია პარტიიდან წასულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მცდარს უწოდებს

0
513

“ევროპული საქართველოს” ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიიდან წასულ პოლიტიკოსებზე ისაუბრა და თქვა, რომ მათ მცდარი გადწყვეტილება მიიღეს.

“დავიწყებ უსაიმოვნო ამბით, სამწუხაროა რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელები, პარტიის ლიდერები, რომელთან ერთადაც რთული გზა გავიარე. მე მიმაჩნია ეს სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად, ამას არ დავმალავ. ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო, განსაკუთრებით ასეთ რთულ დროს, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ მათ გადაწყვეტილებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ ერთად განვლილი გზისთვის და წარმატება ვუსურვო მომავალ გზაში, თუ რა თქმა უნდა ეს გზა ემთხვევა ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს”, – თქვა ბოკერიამ პარტიის ყრილობაზე.

დღეს, პარტია გიგი უგულავამ, დავით ბაქრაძემ, ლევან თარხნიშვილმა, გოკა გაბაშვილმა და გივი თარგამაძემ დატოვეს.

წინა სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიაფოთისა და ხობის მიტოპოლიტი მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის მიტროპოლიტის მიერ მიღებული სადამსჯელო გადაწყვეტილებების შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური