მთავარისიახლეებისაზოგადოებათქვენ იცით რას ნიშნავს 3 თვის ჩვილით ხელში ენგურის გადალახვა?...

თქვენ იცით რას ნიშნავს 3 თვის ჩვილით ხელში ენგურის გადალახვა? – შემზარავი წერილი ოკუპირებული აფხაზეთიდან

Published on

წერილი ტელეკომპანია “ოდიშს” ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოუგზავნეს, სადაც გალში მცხოვრები ქართველების უმძიმეს ყოფაა აღწერილი. წერილის ავტორი საქართველოს ხელისუფლებისგან 5 დღიანი კარანტინის დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვს. “ოდიშინიუსი” წერილს უცვლელად გთავაზობთ.

“მე გწერთ ოკუპირებული აფხაზეთიდან. ყველა აქ მცხოვრები ქართველის სახელით მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას! უკვე წელიწადზე მეტია,  რაც საზღვარი ჩაკეტილია და ნუთუ  არ გებრალებათ  თქვენი მოქალაქეები? იცით რამდენი რამ გვჭირდება,  მაგრამ არ გაგვაჩნია? თქვენ იცით რას ნიშნავს 3 თვის ჩვილით ხელში ენგურის  გადალახვა? მე ვიცი რა შეგრძნებაა, იმიტომ რომ მე სწორედ ჩემი პატარა ანგელოზით ხელში გადავლახე ეს საშინელი გზა, რათა ბავშვს სჭირდებოდა სწორი დიაგნოზი. მე ჩემი დარჩენილი წლების ნახევარი იმ მდინარეს გავაყოლე …ეხლა კი მინდა გითხრათ ის, რომ ამ შემზარავმა ამბავმა გული გაუცრემლიანა ერს და თქვენ არ თვლით ოდნავ მაინც თავს დამნაშავედ  საქართველოს მთავრობა? იცით თუ არა რატომ რისკავს ხალხი ეგრეთწოდებული დაბალი ზონით საზღვრის გადალახვას?-შვილები მშივრები ჰყავთ, საჭმლის ფული არ გააჩნია უმრავლესობას.  იმ 4 ადამიანიდან,  ვინც ემსხვერპლა ტრაგედიას, ერთ-ერთ მათგანს, კონკრეტულად კი ცატავა თამუნას შეეძლო ცენტრალური გზით გადასვლა,მაგრამ ბავშვებს ვერ ტოვებდა 5 დღით, რადგან უფროსი შვილი ავადმყოფი ჰყავს, მაგრამ სამუდამოდ მოუწია შვილების ობლად დატოვება. სწორედ უფროსი შვილის მედიკამენტებზე გადადიოდა. ალბათ იკითხავთ, და იქ ვერ იყიდდაო?   პასუხს მე გაგცემთ – იშოვიდა,  მაგრამ  არ ქონდა ფული,ზუგდიდში კი დევნილების შემწეობის ბარათს ჰქონდა ვადა გასული და გაცვლას აპირებდა და შემწეობის დარიცხული ფულის განაღდებას. ასევე ცოლ-ქმარიც, მაყვალა და ჯონი აპირებდნენ ბარათების შეცვლას,  რადგან შვილიშვილი შეეძინათ და უნდოდათ ბავშვისთვის ახალშობილის ნივთების და სარწევი საწოლის ყიდვა! მაგრამ ვერ შეასრულეს და ობლად დარჩნენ მათი არასრულწლოვანი შვილები… და თქვენ, საქართველოს მთავრობა,  რა პასუხს გასცემთ ამ გულამოგლეჯილ ოჯახებს? თუ აფხაზეთი საქართველოა, რატომ დაუწესეთ აქ მცხოვრებ ხალხს 5 დღიანი კარანტინი და რატომ არ დაუწესეთ უცხო ქვეყნიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს? თან აფხაზეთში ყველაზე ნაკლები კოვიდინფიცირებული იყო! ჩვენ, ყველა  ვითხოვთ კარანტინის მოხსნას და მიმოსვლის აღდგენას…და კიდევ, იცით რას ნიშნავს საფლავიც რომ გენატრება მშობლის? მე მამაჩემის საფლავი მენატრება, რომელიც წელიწადნახევარია არ მაქვს ნანახი. იმ ობოლ ბავშვებს ალბათ დაუწესებთ ერთჯერად დახმარებებს…სირცხვილი!!! და საერთოდ, ყველა აქ ჩარჩენილ ქართველს უკანასკნელ დონემდე გვიჭირს ლუკმა პურის შოვნა…მიიღეთ ზომები და აღადგინეთ მიმოსვლა!!! თუ იცით ქართველობა რას ნიშნავს და თუ აფხაზეთი საქართველო, მაშინ მოხსენით კარანტინი!”- გვწერს 24 წლის რადმილა ჭანტურია ოკუპირებული აჩიგვარიდან.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...