მთავარისიახლეებიპოლიტიკარას იწვევს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება?

რას იწვევს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება?

Published on

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, მათ თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს მძღოლს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს. მძღოლის თქმით, თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი კი მბობს,რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვის ქონის გამო ჩაუმსხვრიეს. 

მომხდარს ეხმაურებიან ოპოზიციაში.

პოლიტიკური მოძრაობა ,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია  ამბობს, რომ მსგავსი თავდასხმების მიზეზი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სიძულვილის ენის გამოყენებაა.

“საგანგაშო და უკიდურესად სახიფათოა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობა. ტელეკომპანია ფორმულას მძღოლებზე სხვადასხვა ადგილას განხორციელებული თავდასხმა ვერ იქნება და არ არის რიგითი კონფლიქტი. ეს არის მიზანმიმართული იერიში კრიტიკულ აზრის დახშობის მიზნით. ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება და გამუდგებული თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე, ახალისებს მსგავს თავდასხმებს.

ჩვენ არ შევეგუებით განსხვავებული აზრის დევნას, კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობას და მათზე ძალადობას. სრული მხარდაჭერა ტელეკომპანია ფორმულას, მის ყველა თანამშრომელს და კრიტიკულ, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს”, – ამბობს ხოშტარია.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში ჟურნალისტებზე თავდასხმა მიუღებელია. მისი თქმით, ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმაზე იქნება სათანადო რეაგირება.

“ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და თავდასხმას მედიაზე. ეს არის მიუღებელი და ამას გაეცემა სამართლებრივი პასუხი. ამ შემთხვევაში, რამდენადაც, ვიცი შესაბამისი რეაგირება არის უკვე საგამოძიებო სტრუქტურების მხრიდან და როგორც ვახო სანაიას შემთხვევაში, ახლაც დეტალები იქნება დადგენილი და სათანადო რეაგირება მოხდება”, — განუცხადა მან ჟურნალისტებს.


სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...