მთავარისიახლეებისამართალიშესაძლოა, დღეს გაირკვეს, გამოვა თუ არა საპატიმროდან ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია

შესაძლოა, დღეს გაირკვეს, გამოვა თუ არა საპატიმროდან ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია

Published on

შესაძლოა, დღეს გაირკვეს, გამოვა თუ არა საპატიმროდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია. , თუმცა8 აპრილს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე თეორიულად შესაძლებელია გადაისინჯოს აღკვეთის ღონისძიება, თუმცა ზუსტად არავინ იცის, მიიღებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი. არაა გამორიცხული მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის საკითხიც დააყენოს.

ნიკა მელია პროცესს არ დაესწრება, რადგან სასამართლო ხელისუფლების მწვავე კრიტიკის გამო, წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ გააძევა. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები მელიას დაშვებასაც მოითხოვენ, ასევე, წარადგენენ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

“მოსამართლე ალბათ გადასინჯავს ასევე ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – დაპატიმრების განგრძობადობის საკითხს. მიჭირს პროგნოზის გაკეთება, რადგან ნათელია, აღნიშნული საქმე დიდი ხანია გასულია სამართლებრივი სივრციდან, უბრალოდ მოხდება სასამართლოს მიერ იმ გადაწყვეტილების გამჟღავნება, რასაც ხელისუფლება მიიღებს”, – თქვა ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. ეს კი კანონით სასამართლოს ავალდებულებს გადახედოს წინა გადაწყვეტილებას.საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს.

17 აპრილს 2 თვე შესრულდება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა, ,

„პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ სასამართლო ვალდებულია, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, თავისივე ინიციატივით გადასინჯოს ეს საკითხი. ეს სავალდებულოა. ორი თვე გადის 17 აპრილს, მაგრამ რადგან სხდომა დღე, 8 აპრილს დაინიშნა, არსებობს იმის მოლოდინი, რომ მოსამართლე ამას სწორედ 8 აპრილს გააკეთებს. ამას არ სჭირდება შუამდგომლობის დაყენება დაცვის მხარის მიერ“ – ამბობს ნიკა მელიას ადვოკატი, ბექა ბასილაია.

სიახლეები

განათლების ახალი სისტემის ერთ-ერთი თანაავტორი არის 8-კლასიანი განათლების არ მქონე კალაძე – სააკაშვილი

ივანიშვილი ახლა მთლიანად აშორებს განათლების სისტემას ევროპას - ასე ეხმაურება "ოცნების" ახალ განათელბის პროგრანას...

ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმზე გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილსი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა...

პროგრამა აუცილებლად შეზღუდავს სამეცნიერო საქმიანობის თავისუფლებას და დამოუკიდებელ ფუნდამენტურ კვლევებს – ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი

"ოცნების" განათლების პროგრამა წინააღმდეგობაში მოდის ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან...

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი ბრალს არ აღიარებს, უფლებადამცველის თქმით, საქმეში, რომელიც მას გუშინ...