მთავარისიახლეებისაზოგადოებამდინარე ენგურში დამხრჩვალი 47 წლის მამაკაცი ორსანტიაში იპოვეს

მდინარე ენგურში დამხრჩვალი 47 წლის მამაკაცი ორსანტიაში იპოვეს

Published on

სოფელ ორსანტიაში, შამგონიდან მოშორებით იპოვეს მეოთხე გარდაცვლილი, 47 წლის მამაკაცი, რომელიც აფხაზეთიდან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდა გადმოსვლას. რამდენიმე საათიანი სამძებრო ღონისძიება, რომელიც დღეს დილიდან მიმდინარეობდა, დასრულებულია.

მდინარე ენგურში ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად გადმოსული ოთხი პირიდან ყველაზე ახალგაზრდა 34 წლის თამუნა ცატავაა. მდინარე ენგურთან შეკრებილი დევნილების ინფორმაციით, დაღუპული მაყვალა გამისონია და კონი გვალია ცოლ-ქმარი იყვნენ. სწორედ მათი ბიძაშვილი იყო თამუნა ცატავა. რაც შეეხება მეოთხე დაღუპულს თამაზ ბასლანძეს,მისი ცხედარი სოფელ ორსანტიაში გამორიყა მდინარე ენგურმა. სამძებრო სამუშაოები მდინარე ენგურზე დილიდან მიმდინარეობდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...