მთავარისიახლეებიპოლიტიკასოზარ სუბარი: უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, გახარია იყოს ოპოზიცია და არა ნაციონალური მოძრაობა...

სოზარ სუბარი: უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, გახარია იყოს ოპოზიცია და არა ნაციონალური მოძრაობა და სხვა კრიმინალები

Published on

ჯერ პარტია შექმნას და მერე ვილაპარაკოთ მის შესაძლებლობებზე… – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა სოზარ სუბარმა პალიტრანიუსის ეთერში პასუხად კითხვაზე,რამდენად შეძლებს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ძლიერ მოთამაშედ დაიმკვიდროს თავი ქართულ პოლიტიკაში.

,,რა თქმა უნდა, ზოგადად გაცილებით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, რომ გახარია იყოს ოპოზიცია და არა ნაციონალური მოძრაობა და სხვა კრიმინალები, რომლებსაც ადამიანების სისხლში აქვს ხელი გასვრილი და რომლებმაც დააკანონეს წამება საქართველოში, რომლებმაც გაყიდეს საქართველოს ტერიტორიები, გარეჯი კმარა ამისთვის…

გაჩნდა ეჭვი, ეს ხომ არ არის ქართული ოცნების თამაში, ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ეს ნამდვილად ასე არ არის, შემიძლია, ამაში დავარწმუნო ყველა, ქართული ოცნება არის ძლიერი გუნდი, ბიძინა ივანიშვილის ძალა სწორედ ის არის, რომ მან შექმნა გუნდი, რომელშიც არის ძალიან ბევრი ლიდერი, ვიღაცის წასვლა, ვიღაცის შემოსვლა ამ გუნდში რყევებს არ იწვევს, ეს გუნდი სტაბილურად მეცხრე წელია იგებს ყველა არჩევნებს, იგებს ყოველგვარი გაყალბების გარეშე და იგებს სწორედ თავისი ერთგული მხარდამჭერების იმედად, ასე რომ თუ ოპოზიცია არ მოეგება გონს და არ შემოვა პარლამენტში, გამოჩნდებიან ძალები, ვინც მის ადგილს დაიკავეენ, იქნება ეს გახარია თუ იქნება სხვა ვინმე”

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....