მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარია თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს?

გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს?

Published on

“შაბათის მთავარის” ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი გახარია თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს. 

გიორგი გახარიას დაგეგმილი კამპანია აქვს. წინასწარ იცის სად, როდის, როგორ და ვისთან ერთად გამოჩნდეს. მედიასთან მისი ყოველი გამოსვლაც  გათვლილია. ასე იყო ძმები არველაძეების მოცვის პლანტაციაში მისი სტუმრობაც. 

“მთავარის” ინფორმაციით, მთავარი ოპოზიციური ლიდერის სპეცოპერაციით დაკავების შემდეგ პოლიტიკურ მოვლენებს გარიდებული კალაძე, რომლის პოზიციების შესახებ ქართულმა ოცნებამაც კი არაფერი იცოდა და რომელიც აღარც მოიაზრებოდა მერობის კანდიდატად, გახარიასთან მარათონში ოცნებას ისევ  შემოჰყავს. ქართული ოცნების გუნდში კალაძის და გახარიას მომხრეებს შორის დაპირისპირება მწვავეა

ოპოზიცია კი ყოფილ პრემიერს მესამე ძალად არ განიხილავს და ფიქრობენ,რომ ის ისევ ბიძინა ივანიშვილის ფრთის ქვეშ დარჩება.  

რაც შეეხება კალაძეს, ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ მოქმედი მერის წინააღმდეგ სუს-ი აქტიურად მუშაობს, ამიტომ კალაძეს ალტერნატივად ისრაელში სამკურნალოდ წასვლაც აქვს.  მიზეზი მარტივია – ისრაელი არის ქვეყანა, რომელი მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს აღარავის გადასცემს.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...