მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იკრიბება

ოპოზიცია დღეს “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იკრიბება

Published on

კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების საბოლოოდ ჩაშლის შემდეგ, ოპოზიცია “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში, პირველად დღეს შეიკრიბება.

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით დაწყებული დიალოგი უნდა გაგრძელდეს, თუმცა მსჯელობა მხოლოდ 2 მთავარ საკითხზე გაიმართოს – ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტ პატიმრების – ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე.

“ოპოზიციამ დაიწყო მზადება 15 მაისის აქციისთვის, შესაბამისად, ძალიან ბევრი საკითხია, რომელზეც კოორდინაცია უნდა მოხდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის. რათა მაქსიმალურად მობილიზაცია გავუკეთოთ საზოგადოებას, აღნიშნულ საპროტესტო აქციებზე. ვხედავთ, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ბიძინა ივანაშვილი არ აპირებს უვადოდ მიტაცებული პოლიტიკური ძალაუფლების დათმობას”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი.

ოპოზიციის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე აქციების სამოქმედო გეგმას განიხილავენ და ჩაშლილ მოლაპარაკებებზეც იმსჯელებენ.

სიახლეები

14 წლის მოზარდი დედა გახდა – დაკავებულია 2 პირი

იმერეთში, 14 წლის მოზარდი დედა გახდა - "ტაბულას" ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს -...

“ის, რაც სუსმა გააკეთა, არის საბავშვო ბაღი” – გიორგი ლუბარეცი

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი ფეისბუქზე აჯამებს, რაზე მიიღო და რაზე არ მიუღია პასუხი საზოგადოებას ხელისუფლების...

დაუთი- კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პატივი სცეს ეუთოს წინაშე...

ამაღლობელის მხედველობის დაკარგვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას მოითხოვს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხედველობის დაკარვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირებას...