მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპატრიარქო მამა ანდრია სარიას ეკლესიიდან განკვეთით ემუქრება

საპატრიარქო მამა ანდრია სარიას ეკლესიიდან განკვეთით ემუქრება

Published on

შეგახსენებთ, რომ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მუდმივმოქმედმა კომისამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მამა ანდრიას განცხადებები განკვეთას ექვემდებარება.  კომისიამ დადგენილება პატრიარქს უნდა გადაუგზავნოს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მამა ანდრია სარიას მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომაზე განემარტა, რომ “მისი საქციელი ექვემდებარება განკვეთას”. ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ კომისია დასკვნას მიიღებს, რომელიც პატრიარქს რეაგირებისთვის გადაეცემა.

“მამა ანდრია სარიას ადრე მიეცა შენიშვნა, შემდგომში მას შეუჩერდა მღვდელმსახურება და ზუსტად იგივე ქცევების გამო, რა ქცევების გამოც მას მღვდელმსახურება შეუჩერდა, დღეს შედგა კომისია. მას განემარტა, რომ კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილება, როგორც მოგახსენეთ, მისი საქციელი ექვემდებარება განკვეთას. კომისია მიიღებს დასკვნას და რადგანაც კომისია გადაწყვეტილებას არ იღებს, რეაგირებისათვის ეს დასკვნა გადაეცემა პატრიარქს. 

მამა ანდრია სარიამ მშვიდად მოისმინა, კარგად გააანალიზა, რასაც კომისიის წევრები მას განუმარტავდნენ და, ვნახოთ, როგორი იქნება პატრიარქის გადაწყვეტილება, როგორი იქნება მამა ანდრია სარიას რეაქცია”.  -ამბობს ანდრია ჯაღმაიძე. 

“დასჯა არ არის ყოველთვის გამოსავალი” – ასე ეხმაურება მღვდელმონაზონი ანდრია სარია მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომის გადაწყვეტილებას მის შესაძლო განკვეთაზე. მამა ანდრია იმედს იტოვებს, რომ კონსენსუსამდე მივლენ.

“იქ იყო ბოლოდროინდელ განცხადებებზე, მათ უნდოდათ ჩემი ახსნა-განმარტების გაგება. მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მწვავე განცხადებები როგორც ყოველთვის, ახლაც სიახლე არ იყო, ამ ფონს შეუძლებელია თან არ ახლდეს, არავის შეურაცხყოფას მიზნად ეს არ ისახავს. დასჯა არ არის ყოველთვის გამოსავალი. იყო რა თქმა უნდა ბოლო ნაწილში განმარტებები გაუგებარი, ჩემი მხრიდანაც მათთვის მიუღებელი იყო და მათი არგუმენტები ჩემთვისაც ცოტათი შეუწყნარებელი, მაგრამ იმედს ვიტოვებ რაღაც კონსენსუსამდე მივალთ”, – თქვა მამა ანდრია სარიამ.

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება 2020 წლის 22 იანვარს აეკრძალა. საპატრიარქომ მიზეზად მასმედიის საშუალებით გაკეთებული “შეურაცხმყოფელი განცხადებები და დაუსაბუთებელი ბრალდებები” დაასახელა. 

შეგახსენებთ, რომ მამა ანდრია სარია ბოლო დროს საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ღიად საუბრობდა. იგი მხარს უჭერდა მეუფე პეტრე ცაავას და საპატრიარქოს წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...